იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფასი გაიზარდა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი 15/20 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, სამივე მოსმენით დაამტკიცა, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღეს მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, კოდექსში შეტანილი ცვლილებებით თამბაქოს ნაწარმზე ფასი შემდეგნაირად განისაზღვრა:
სიგარეტზე დგინდება განაკვეთი – 1.9 ლარის ოდენობით, 20 ღერზე,
სიგარაზე − 2.1 ლარის ოდენობით, ღერზე
სიგარილაზე − 2.4 ლარის ოდენობით, 20 ღერზე
თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობის პროდუქტებზე − 1.85 ლარის ოდენობით 20 ღერზე/ცალზე.
ნიკოტინის შემცველ სითხეზე − 1.2 ლარის ოდენობით, 1 მლ.-ზე
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბიუჯეტი სიგარეტის აქციზიდან 77 მილიონი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს, გასახურებელი თამბაქოს აქციზიდან კი 5.5 მილიონი ლარით მეტს. ეს ჯამურად 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავლის მატებას ნიშნავს.