საქართველოს მთავრობამ განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის დამატებითი საქმიანობების შეთავსების უფლება გააფართოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს იმ საქმიანობებსა და ფუნქციებს, რომელთა განხორციელება პირებსაც შეუძლიათ ანაზღაურებადი სამუშაო შეთავსებით შეასრულონ როგორც იმავე, ისე სხვა საჯარო დაწესებულებებში.
განათლების სფეროს არსებული ჩამონათვალი დამატებით ლოგოპედით/კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტით შეივსო. ამ სპეციალისტებს ეხლა ოფიციალურად ექნებათ უფლება, შეთავსებითაც იმუშაონ საჯარო უწყებებში.
მათი საქმიანობა მოიცავს:
- მეტყველების სირთულეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას;
- ინტერვენციის გეგმის შედგენასა და განხორციელებას;
- კონსულტირებასა და ინკლუზიური პრაქტიკის მხარდაჭერას.
განათლების სფეროს განახლებული ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ სპეციალისტებს:
🔹 აკრედიტაციის ექსპერტები
🔹 ავტორიზაციის ექსპერტები (უმაღლესი, პროფესიული, სკოლამდელი, ზოგადი განათლება)
🔹 საბჭოს წევრები (აკრედიტაციის, ავტორიზაციის და სხვა)
🔹 აღმზრდელები/აღმზრდელ-პედაგოგები
🔹 ტესტების შემქმნელები
🔹 საგამოცდო პროცესის მეთვალყურეები და რეგისტრატორები
🔹 ბრაილის მასალებთან მომუშავე სპეციალისტები
🔹 ნაშრომების გამსწორებლები
🔹 აუდიომასალების შემმუშავებლები
🔹 ზეპირგამომცდელები (საერთაშორისო გამოცდებზე)
🔹 განათლების ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით
🔹 უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები სკოლებში
🔹 სასკოლო სახელმძღვანელოსა და რესურსების შემქმნელები
🔹 პროფორიენტაციის სპეციალისტები
🔹 ინკლუზიური განათლების სპეციალისტები
🔹 სოციალური მუშაკები განათლების სფეროში
🔹 მანდატურები
🔹 ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტები
🔹 ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორები
🔹 პროფესიული ზედამხედველები (ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობა, შეფასება)
მთავრობის განახლებული დადგენილება ხელს უწყობს:
✔ განათლების სფეროში კადრების დეფიციტის შემცირებას;
✔ სპეციალისტებისთვის მოქნილი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას;
✔ საჯარო ინსტიტუტებში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
დოკუმენტის მიზანია საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და განათლების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.