საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა

შეხვედრაზე მხარეებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის და მოქალაქეობის არმქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ ყველა იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც უწყება ბავშვების მხარდასაჭერად უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, ბაია კვიციანმა კემლინ ფურლის მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading