საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, მოქანდაკის და არქიტექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო

ზურაბ წერეთელი 5000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“.

მიღებული აქვს მრავალი პრემია და ჯილდო, მათ შორის საფრანგეთის – „ვერმეილის“, გაბრიელა მისტრალის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, იუნესკოს ოქროს ორდენი, პაბლო პიკასოს დიდი პრემია, საქართველოს სახელმწიფო და მრავალი სხვა პრემია, ღირსების და ხალხთა მეგობრობის ორდენები. იყო იუნესკოს კეთილი ნების ელჩი. მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო მხატვრის, სსრკ-ის სახალხო მხატვრის, 2002 წლიდან – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2012 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA).

საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ზურაბ წერეთლის ოჯახსა და ახლობლებს.

ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის 1 ადამიანი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading