საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რიგით მეშვიდე კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) დაჯილდოების ცერემონია

ღონისძიებას ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო და კონფერენცის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით, ვმასპინძლობ რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციას ვხვდებით უკვე ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგებით, რაც მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დანერგვით. როგორც იცით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას. პროგრამა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათ გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში. შედეგად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და წარმატებული პროექტები, რომელთაგან ბევრი აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მუნიციპალური სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading