თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება“.

პროექტი – „ქალთა ფეხბურთი თეთრიწყაროში“

ინიციატივა, რომელიც ქალთა სპორტის პოპულარიზაციას, გენდერული სტერეოტიპების დაძლევას და ახალგაზრდებისთვის აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას ემსახურება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და პროექტის განაცხადის ავტორი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო სარდლიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა დააჯილდოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading