საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმზე, რომელსაც ორივე ქვეყნის კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading