სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.

🔹 იგი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანას.

🔹 ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს:

  • 43.46 გრამი „მეტამფეტამინი“
  • 0.397 გრამი „კოკაინი“

🔹 გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading