მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა

დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და სამოსახლო მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading