თბილისში ორი უცხოელი მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

🔹 შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები – ი.კ. (დაბ. 1985 წ.) და დ.კ. (დაბ. 1999 წ.) დააკავეს.

🔹 სამართალდამცველებმა, თბილისში ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო დაფასოებული. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.

🔹 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე¹ მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading