ცესკოს წარმომადგენლები ალბანეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდნენ
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელძღვანელსა
Ilirjan Celibashi
და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. მათ საერთაშორისო დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კენჭისყრის დღის პროცედურების, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კენჭისყრის დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრები ხმის მიცემის პროცესს, როგორც ელექტრონულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე დააკვირდნენ. ცესკოს წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ხმის დათვლის ცენტრშიც.




