სან-ფრანცისკოში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გენერალური საკონსულოების ორგანიზებით ამერიკა-ევრაზიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა

კონფერენცია აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, კალიფორნიის გარემოსა და ეკონომიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო ევრაზიის რეგიონის ენერგეტიკული და საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა კალიფორნიის შტატის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. დისკუსია შეეხო რეგიონში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, ენერგეტიკის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.

ფორუმის ფარგლებში საქართველოდან ჩასულმა დელეგაციის წევრებმა არაერთი შეხვედრა გამართეს კალიფორნიის კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან.

ტრანსატლანტიკური დიალოგის გაღრმავებისა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე, რეგიონის ქვენყებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აშშ-ევრაზიის ფორუმი სან-ფრანცისკოში ყოველწლიურად ჩატარდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading