როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

————————————————————————-

16 მაისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზე იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმს. დღისით +9, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading