საპატრიარქო პასუხობს არქიმანდრიტ დოროთეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებით და ამბიონიდან ქადაგებისას გამუდმებით აკეთებდა უსამართლო ბრალდებებს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრებისა და სხვა სასულიერო პირების მისამართით.

▪️ ამასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტთან 16 სექტემბერს შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.

▪️ ამის შემდეგ იგი ორჯერ დაიბარეს ეპარქიულ კომისიაში; პირველად საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოუცხადებლობისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. 26 ნოემბერს არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი შეგონებით, თუმცა მან კვლავ გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები.

▪️ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს არქიმანდრიტი კვლავ დაიბარეს ეპარქიულ კომისიაში, მაგრამ ქადაგებისა და სატელევიზიო გამოსვლების დროს კვლავ გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკლესიის იერარქების მისამართით.

➡️ ამ ფაქტის გამო, 15 დეკემბერს ქორეპისკოპოსებმა, სინოდალური კომისიის წევრებმა და სხვა სასულიერო პირებმა შუამდგომლობით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაკმაყოფილდა.

ℹ️ P.S. 26 ნოემბრის კომისიის წერილი

📌 განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading