თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)ი „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა ფიქრია მეშველიანმა, ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, სოფელ წინწყაროსა და სოფელ სამღერეთის საბავშვო ბაღების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც ფიქრია მეშველიანმა აღნიშნა, ქვემო ქართლში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ორი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება აქვს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავტორიზაცია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ლევან ხმალაძე, რამაზ გულბანი, ლია ზურებიანი, ვალერიან სუხიტაშვილი და ანზორ ღორჯომელაძე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading