სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა სფეროში კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს

ამჯერად, თავდაცვის უწყებაში მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც თავდაცვის უწყების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასვენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა სასტუმროში 15%-დან 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. სასტუმროებში შეღავათიანი პირობებით დაისვენებენ ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა შემდეგ სასტუმროებთან: შპს ,,გრანდ ნოელი’’, „ჰაიდ აუთ ბაკურიანი“, ,,რაიმონდ პალასი“, ,,ემერალდი“, ,,ვარძია რეზორტი“, ,,ალაზნის ველი“, ,,პარკ ჰოტელ წინანდალი“, ,,შატო ართვაინი“, ,,რედისონ ქოლექშენი“, ,,არტ ჰაუსი კოშკი“, ,,სამზეო ყვარელი“, ,,გიუანი“, შატო და მეღვინეობა ,,მოსმიერი“.

სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩართულობით, თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელს, კულუტურულს, სამედიცინოს, საგანმანათლებლოს და სხვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading