თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ რაგბის კლუბ „ქვემო ქართლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა და რაგბის კლუბ „ქვემო ქართლის“ დირექტორმა, ვასილ ლიპარტელიანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, თეთრიწყაროში სხვადასხვა სახეობის სპორტულ სექციებს რაგბის კლუბიც დაემატა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო იქნება.

თეთრიწყაროს მერი, რაგბის კლუბ „ქვემო ქართლისა“ და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კულტურული, ასევე სპორტული წრე უფასოა და თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.

თეთრიწყაროს რაგბის კლუბი „ქვემო ქართლი“ აცხადებს 6-14 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას. კლუბში დარეგისტრირებას მსურველები, 7 მაისს 16:00 საათზე „გარისის“ სტადიონზე შეძლებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading