ყაზანს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს

20 იანვარს დილით, რუსეთის ქალაქი ყაზანი მორგჯერ გახდა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე. იტყობინებიან მედია და ტელეგრამ არხები, რომლებიც თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებენ.

ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ყაზანის საავიაციო ქარხნის მიდამოებში.

ამავდროულად, ადგილობრივი იტყობინებიან აფეთქებების შესახებ ქალაქის ავიასტროიტელნის, მოსკოვის, კიროვისა და ნოვო-სავინის რაიონებში.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის განცხადება, რომ „შეტევის მცდელობა“ იყო „სამრეწველო საწარმოებზე“, თუმცა ყველა დრონი „გაუვნებლებულია“ და „მსხვერპლი და ნგრევა არ არის“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც საწარმოები არ დააკონკრეტა და არც „გაუვნებლებული“ დრონების რაოდენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში თათრეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს“. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა დილით კიდევ ორი დრონის „განადგურების” შესახებ.

ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading