სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა. აღნიშნული ქმედების მიზანი იყო კომპანიისთვის მოსალოდნელი დაჯარიმების თავიდან აცილება.

დადგინდა, რომ მეწარმე ქალაქ გორში კომპანია BAYER-ის პრეპარატის – LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას ახორციელებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან – მსგავს ფაქტებზე რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading