კახეთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთის გზაზე, ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს უკნიდან დიდი ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. დაშავებულმა პირმა, როგორც ცნობილია, მანქანიდან გამოსვლა შეძ­ლო და სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს.

გარდაცვლილები არიან უსუფარ კურბანოვი და განჯა კურბანოვა, ხოლო დაშავებულია გულხანუმ მამედოვა.

შემზარავ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი შეესწრო, თუმცა მომხდარის სისწრაფის გამო დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ავტომობილი სრულად იყო დამწვარი და შემთხვევა წამებში განვითარდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading