სამგორის რაიონში,ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს განხორციელება დაიწყო
თბილისის მერიის ინფორმაციით სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს განხორციელება დაიწყო.
„სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება – 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს სიდიდით, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, დედაქალაქში მეორე იქნება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და გამწვანდება. სიახლეა ის, რომ მოეწყობა ველოტრეკი, რომელიც დედაქალაქში პირველი პროექტი იქნება. გამოიყოფა პარკური ზონა, სკეიტპარკი, ცხოველებისთვის ცალკე სივრცე, ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო მოედნები. ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყოს შესაბამისი სივრცე. აღნიშნულ სივრცეს 2026 წლის გაზაფხულიდან უკვე ექნება შესაძლებლობა, სტუმრები მიიღოს. ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და, პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რეკრეაციული სივრცეები ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს და მიხარია, რომ კიდევ ერთი დიდი პროექტი შეემატება მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
