,,ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ” -კახა კალაძე
„როდის გაგიგიათ, რომ აქციის გამო, ჩვენ ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით რომ მნდომებოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ვყოფთ, მითუმეტეს თანამშრომლებს. არც ლანა ქარდავა ვიცი, ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. ხელშეკრულება როდესაც სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვუგრძელებთ ან არა. გადაწყვეტილება სამსახურის ხელმძღვანელებმა მიიღეს“, – ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა თბილისის კახა კალაძემ.