საგრანტო კონკურსების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო!
ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდი, კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის, ბაღდათის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ზესტაფონის, გორის და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და მიმდინარე საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. ყურადღება გამახვილდა პროექტის შემუშავების ძირითად პრინციპებსა და პროცედურების შესახებ.
სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, გამოცხადებულია საგრანტო კონკურსები შემდეგი მიმართულებებით:
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება – https://www.facebook.com/share/p/1GUxGLmj3t/?mibextid=wwXIfr
სტუდენტური ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა – https://www.facebook.com/share/p/1EPDw9zUkw/?mibextid=wwXIfr
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა – https://www.facebook.com/photo/?fbid=1084541777043471&set=a.289312536566403
ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency




