საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეოდორა ბაკოიანისთან

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას და ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობას. ამასთან, ქართულმა მხარემ საერთო საკომიტეტო სხდომების გამართვის ინიციატივა წარმოადგინა; საქართველოს ელჩმა თეოდორა ბაკოიანისი საქართველოში მიიწვია.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს და ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.

საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერძნული მხარე მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading