საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – ანგარიშით 29: 26- დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

გადამწყვეტ მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში უპირატესობის მოპოვება შეძლო და შეხვედრა ანგარიშით 29: 26 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნიქაბაძე დასახელდა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading