რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველ მოქანდაკეთა 5 თაობის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველ მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით – „თაობათა ექო” 15 მოქანდაკის ნამუშევარია წარმოდგენილი და რუსთაველ სკულპტორთა ხუთი თაობის შემოქმედებას აერთიანებს.

გამოფენა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოქანდაკეებთან ერთად გახსნა.

გალერეა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს, გაიმართება შეხვედრები სკულპტორებთან და ხელოვნების მოყვარულებს, ქანდაკების შექმნის პროცესის გაცნობის შესაძლებლობაც ექნებათ. ამასთანავე გაიგებენ თუ რა იყო მუშაობის პროცესში მოქანდაკის ძირითადი ინსპირაცია და რა გზას გადის ხელოვანი მასალის არჩევიდან ქანდაკების შექმნამდე. მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა, უკვე მეოთხე ექსპოზიციაა, რომელსაც რუსთავის ახალი გალერეა მასპინძლობს.

27 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი თვის განმავლობაში, გამოფენას 1000 -მდე დამთვალიერებელი ჰყავდა.

ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, 2024 წლის 23 ოქტომბერს, მისივე ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა.

რუსთავში სამხატვრო გალერეის გახსნას, ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი სურვილი გასულ წელს შესრულდა და დღეს ქალაქს თანამედროვე საგამოფენო სივრცე აქვს, სადაც ნებისმიერ ხელოვანს აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინოს. ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე ახალგაზრდობის ახალ შენობაშია განთავსებული.

რუსთავის მერია / Rustavi City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading