9 მარტს რუსთავის მერია გიწვევთ „ყვავილების ფესტივალზე“
9 მარტს რუსთავის მერია გიწვევთ „ყვავილების ფესტივალზე“, სადაც ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტით „ქართული სიმღერა საქართველოს“ რუსთავს ესტუმრება.
ხუთი ანსამბლი – ფორტე, ქართული ხმები, შვიდკაცა, ალილო და თეატრალურის კვარტეტი – მსმენელს ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარუდგება.
კონცერტი ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით იმართება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
გელით ყვავილების ფესტივალზე, რომელიც დაუვიწყარი მუსიკალური საღამოთი დაგვირგვინდება