რუსთავში ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები ლერმონტოვის #5-ში ხორციელდება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო სამუშაოების პროცესს და მოსახლეობას შეხვდა. მერის განცხადებით, მერიის გუნდი ამჟამად 17 მისამართზე ახორციელებს რეაბილიტაციას, რაც მიზნად ისახავს შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ლერმონტოვის #5-ში დაგეგმილია ავარიული ნაწილის დემონტაჟი, ახალი კონსტრუქციის მოწყობა, ფასადის სრული რეაბილიტაცია, თბოიზოლაცია, სახურავისა და კარ-ფანჯრების განახლება. პროექტის ღირებულება 824 048 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.