გარემოს ეროვნული სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ხოლო ზღვაზე შესაძლოა 3 – 4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის უმეტეს ნაწილზე იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი.

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

გარდა ამისა, ნალექმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გაძლიერება. საფრთხის დონე შეფასებულია საშუალო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading