რუსთავი 18 წლამდელ გოგონათა ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს
რუსთავის სპორტის სასახლე 27-29 მარტს, ფრენბურთში, 18 წლამდელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურს უმასპინძლებს.
საქართველოს U18 გოგონათა ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის გუნდებს დაუპირისპირდება.
მატჩები 27, 28 და 29 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
27 მარტი, 19:00 – საქართველო vs ავსტრია
28 მარტი, 19:00 – საქართველო vs გერმანია
29 მარტი, 19:00 – საქართველო vs საფრანგეთი