რუსთავის კულტურის სახლის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება
,,რუსთავის კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი გუნდი ვახორციელებთ, თავისი მასშტაბით რუსთავისთვის უპრეცედენტოა. სრულად რესტავრირებული და რეაბილიტირებული კულტურის სახლი, იმ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელოვნებო სფეროში არიან დაკავებულნი. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აგებული ეს ისტორიული შენობა, ათწლეულების განმავლობაში იყო უფუნქციო. რეაბილიტაციისა და იმ ახალი კონცეფციის დანერგვის შემდეგ, რომელიც მერიის გუნდმა შევიმუშავეთ, კულტურის სახლი ახალ სიცოცხლეს შეიძენს და თანამედროვე სერვისებით დაუბრუნდება ჩვენს ქალაქს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ
,,რუსთაველებმა კარგად ვიცით, რომ თანამედროვე რუსთავი და ეს შენობა ერთი ასაკისაა. კულტურის სახლი, თითქმის ყველა თაობის რუსთაველისთვის იყო განსაკუთრებული ადგილი და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეს შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს. რუსთავის გუნდი სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ეს მიმართულება, სწორედ რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და ხელოვნების სფეროს მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია”, – განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა
კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1948 წელსაა აშენებული, რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილო ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება