თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

თურქეთის სამხრეთში, მუღლას პროვინციაში, საავადმყოფოს შენობას ვერტმფრენი დაეჯახა ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მუღლას გუბერნატორმა იდრის აკბიიკმა განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევას 2 პილოტი, ექიმი და საავადმყოფოს თანამშრომელი ემსხვერპლა .

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შვეულმფრენი საავადმყოფოს მე-4 სართულს დაეჯახა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს სქელი ნისლი იყო.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეების, ექიმების, პოლიციისა და თურქეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) გუნდები მივიდნენ.

მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading