,,თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები”-არჩილ გორდულაძე

„არსებობს ქართული ანდაზა – ქურდს ქუდი ეწვისო, სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. მას წამოსცდა,
თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს. როცა მიხვდნენ, რა წამოცდენა ჰქონდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. ახლა უნდათ, ასწორონ, უნდათ, გაიტანონ და უნდათ, შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც ასე წამოკოტრიალებულია დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელში. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეს, ხალხოო.

ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას, ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading