რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

ვატიკანში დაიწყო რომის პაპ ფრანცისკესთან გამოთხოვების ცერემონია. წმინდა პეტრეს ტაძარში დასვენებულ პაპს დღეს, 26 აპრილს დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონია ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე დაიწყება. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის, არგენტინის, აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading