შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამარხის სარწყავი სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს

სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის, ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის, ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან წმენდას და გამშვებ-სარეგულაციო ფარების მოწყობას.

საქართველოს მელიორაციამ ღონისძიებები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დაასრულებს.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდას და შეამცირებს წყლის დანაკარგს; შედეგად, დაახლოებით 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა 34,095 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 32,070 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading