„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს?”-შალვა პაპუაშვილი

„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს? ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით თუ მითითებებით. ოპოზიცია და ენჯეოსექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა.

დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანაა და ყველა ხედავთ ამას, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading