პაკისტანის ხელისუფლებამ ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა
საერთაშორისო მედიის ცნობით, ოპერაცია პაკისტანელმა სამხედროებმა მათ ავიაბაზებზე სარაკეტო დარტყმიდან ერთ საათში დაიწყო.
სამხედროების ეს განცხადებით, ეს არის ოპერაცია „ინდოეთის აგრესიის“ საპასუხოდ.
ინდოეთის არმიამ კი განაცხადა, რომ გაანადგურა დრონები და სხვა საბრძოლო მასალები, რომლებიც პაკისტანმა ქვეყნის დასავლეთ საზღვრის მიმართულებით გაუშვა.
კონფლიქტის დაწყებიდან უკვე დაახლოებით, 50 ადამიანი დაიღუპა.
6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.
