,,როგორც მახსოვს, ტყვიები გამოყენებული იყო სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის”-გიორგი გახარია

„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე შესაბამისი გეგმისა და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმშიც.”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვაზე, „ცნობილია თუ არა, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილი?“

..მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მე რომ მცოდნოდა, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე – რა თანმიმდევრობით იქნა გამოყენებული სხვადასხვა საშუალებები?

„ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში – ჯერ არის ცრემლსადენი გაზი, შემდგომ – წყლის ჭავლი. როგორც მახსოვს, ტყვიები გამოყენებული იყო სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის.

რაც შეეხება ტყვიების გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვითმოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. გადაცდომები თუ იყო, ამის თაობაზე ჩატარდა შესაბამისი გამოძიებები, თუ არადა, ექვსი წელი გავიდა და თქვენც შეგეძლოთ, შესაბამისად, შემდგომაც გამოძიებას შეეძლო, გამოეძიებინა. რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ როდესაც შევიტყვე, ჩემი რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. უკიდურესად, კატეგორიულად ყველა იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლეს პირდაპირი ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, შესაბამისად ემოქმედათ პოლიციის კანონის მიხედვით. რეზინის ტყვიების აკრძალვის შესახებ ბრძანება მე გადავეცი ჩემს მოადგილეებს“, –ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading