,,რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას”-ირაკლი კობახიძე
„გვექნება კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას მინდა, მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები. დიდი ალბათობით, დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის უკვე შეიძლება შედგეს ოფიციალური წარდგენა“, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.