პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა

„ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში“, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading