,,რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. თეთრზე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა”-კახა კალაძე
„რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. თეთრზე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა. ჩვენ თუ ცოტა უკან წავალთ და გადავხედავთ ისტორიას, რა და როგორ დაიწყო, გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება თებერვალში. რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ამ შეხვედრას ესწრება მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ომში. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო ჩვენთვის. ჩვენი პასუხი იცით ამაზე. ამის შემდეგ ჩარტერული რეისების გაგზავნას გვთხოვდნენ პირდაპირ. ეს ხომ პირდაპირ ომში ჩართვას მიუთითებდა. თითქოს მთავრობას უნდა დაეორგანიზებინა ჩარტერები და მოხალისეები გაეგზავნა აღნიშნულ ომში. ამის შემდეგ იყო უამრავი მუქარა, შემდეგ იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მეორე ფრონტთან და შეხიდებასთან დაკავშირებით. ეს ადგილობრივი აგენტურა აამოქმედეს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ამ ტიპის განცხადებების აკეთებდეს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიაო. ეს იყო სანქციების არმიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკაშვირებით ჩვენი განცხადებები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.