სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 122 ფილიალსა და 20 მობილურ იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ:

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების შემდეგი სერვისები:

მომხმარებლად რეგისტრაცია;

ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება;

სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება;

დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღება;

დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნა;

პირადი ინფორმაციის გამოთხოვა ბრუნვის ისტორიიდან;

დავალიანების გადანაწილების მოთხოვნა;

მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;

მრიცხველის ადგილზე შემოწმების მოთხოვნა;

მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნა.

კომუნალური სერვისით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისას.

მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading