,,რაც მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი, მით უფრო უკეთესი იქნება”-რატი იონათამიშვილი
„მათ საქართველოს განადგურება არეულობის გზით უნდოდათ და ახლა ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი არ გამოსდით და მძიმე მდგომარეობაში არიან. რაც მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი, მით უფრო უკეთესი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა – რა მიზნები და გეგმები აქვთ, როგორ არ გამოსდით არაფერი, საბოლოო ჯამში კი, როგორ მარცხდებიან საქართველოსთან“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა