”აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას”-შალვა პაპუაშვილი

,,აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე. სიმბოლური და სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის – აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მართავს.

დადებითად შევაფასეთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო გაღრმავდება.

ასევე, ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გავუსვით კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. გამოვხატეთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა.”-წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading