პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის განცხადებით, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების საქმეში განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს და მისი სულიერი წინამძღოლობით ეკლესია კვლავ რჩება ერის სულიერ საყრდენად და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარ საფუძვლად.

„მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

მიხეილ ყაველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და მრავალწლიანი მსახურების გაგრძელებას უსურვებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading