პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს
📚 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მშობლებს:
✍️ მიხეილ ყაველაშვილი:
„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ეს დღე სავსეა სიხარულით, მოლოდინით და ახალი შესაძლებლობების იმედით.
განსაკუთრებული მილოცვა პირველკლასელებს — თქვენთვის დღეს იწყება ცხოვრების ახალი, საინტერესო და აღმოჩენებით სავსე ეტაპი.“
🔹 პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, როგორც ეროვნული ღირებულებების დამცველებს:
„მასწავლებლები არა მხოლოდ ცოდნის გამზიარებლები, არამედ ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბების მეგზურებიც არიან.“
🌟 „ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და უდიდესი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს და მიღწევებით სავსე ახალ სასწავლო წელს!“