⚖️ ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
📌 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ.
🔍 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ვეტერინარად მუშაობდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი საქონლის რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 650 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.
💵 გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.
⚖️ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
📣 საგამოძიებო სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ.