პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.

დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ორ თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყველა მონაწილე პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading