ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში მუნის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანაში მუნთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლს ექვემდებარება და პანიკის ან აჟიოტაჟის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

მინისტრის თქმით, დაავადების შესაძლო გავრცელებასა და რისკებზე ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა მოსახლეობაში საფუძველშეუქმნელი შიში არ გაჩნდეს.

„პაატა იმნაძემ უკვე განმარტა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რეალური მიზეზი არ არსებობს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს თემებზე საუბრისას ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს. სტატისტიკურადაც კი, არ არსებობს განსხვავება წინა წლებთან შედარებით,“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განმარტებით, სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არ შეინიშნება რაიმე განსაკუთრებული ან საგანგაშო ტენდენცია.

„თითოეული შემთხვევა სამწუხაროა, თუმცა არაფორმალური ან არასტანდარტული არაფერი ხდება. კვლავ ვიმეორებთ მოწოდებას – დაიცავით ჰიგიენური ნორმები, დაიბანეთ ხელები, მაგრამ დაავადება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით არ ვრცელდება. ინფექციის გადადებისთვის საჭიროა კანზე ხანგრძლივი კონტაქტი,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაბამისი მედიკამენტი აფთიაქებში ხელმისაწვდომი არ არის.

„მედიკამენტი თავისუფლად იშოვება რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. შესაბამისად, განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს,“ – დასძინა სარჯველაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading