აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე–4 ნაწილით.